მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წარმომადგენელთა პალატამ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა
წარმომადგენელთა პალატამ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

წარმომადგენელთა პალატამ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 16:50|bm.ge

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს „ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტი“.

კანონპროექტით, სანქციების მთავარი სამიზნე რუსეთია, თუმცა მეორადი სანქციები ასევე გავრცელდება ჩინეთსა და ინდოეთზე, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, ასევე ირანზე რუსეთისთვის სამხედრო დახმარებისთვის მათ შორის, საუბარია დრონებისა და ბალისტიკურ რაკეტების მიწოდებაზე, რომელსაც შემდეგ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს რუსეთის მთავრობის წევრების სანქცირებას, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ის ასევე ვრცელდება ოლიგარქებსა და სახელმწიფო საწარმოებზე. გარდა ამისა, პროექტი აწესებს 100%-მდე ტარიფს რუსული ნავთობის მსხვილ შემსყიდველ ქვეყნებზე, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთზე.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი 262-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 159-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პროცედურის მიხედვით, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

კანონპროექტის ავტორი ლინდსი გრემი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რესპუბლიკელ სენატორად და უკრაინის დიდ მხარდაჭერად ითვლებოდა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას უჭერდა მხარს. სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა კანონპროექტს მისი სახელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სარჩელის განხილვა გრძელდება - 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები წარდგენილიარუსთავი 2
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
  • უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაფორმულა
მხარეს →

მსგავსი სტატიები

„აქციზის შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“ - ირაკლი ნემსაძე

„აქციზის შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“ - ირაკლი ნემსაძე

BM.GE

Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა

Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

BM.GE

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

BM.GE