მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს
The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს

The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მძიმე დათმობები, რომელთა განხორციელებაც საბოლოოდ ირანს მოუწევს, ამ ეტაპზე გადადებულია. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების თანახმად, უქმდება ირანის პორტებზე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეირანი იღებს ნებართვას, საბოლოო ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე განაახლოს ნავთობის ექსპორტი. ეს ირანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შვება იქნება, რადგან ბოლო წლებში ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის - ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, ხოლო ინფლაცია რეკორდულ ნიშნულამდე ავიდა.

ირანის მხრიდან მთავარი ვალდებულება მომდევნო 60 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის თავისუფალი ნაოსნობისთვის გახსნაა, თუმცა შეთანხმება არ გამორიცხავს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ თეირანმა გარკვეული საფასური დააწესოს.

„საერთო ჯამში, მემორანდუმი უფრო ირანის სასარგებლოდ გამოიყურება“, - აცხადებს ნიკოლ გრაევსკი, რომელიც საფრანგეთში, Sciences Po-ს საერთაშორისო კვლევების ცენტრში ასწავლის და ირანის საგარეო პოლიტიკას იკვლევს.

ექსპერტის შეფასებით, თეირანი სანქციების შემსუბუქების მიმართულებით პროგრესს, ნავთობის ექსპორტის აღდგენის შესაძლებლობას, ეკონომიკურ სარგებელსა და სამხედრო ზეწოლის შემცირებას იღებს, სანაცვლოდ კი ბირთვულ სფეროში შედარებით შეზღუდულ ახალ ვალდებულებებს კისრულობს.

გრაევსკის თქმით, ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი ყველაზე რთული დათმობების დიდი ნაწილი მომავალი მოლაპარაკებებისთვის გადაიდო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საბოლოო შეთანხმებამ მხარეებს შორის ვალდებულებები და სარგებელი უფრო თანაბრად გადაანაწილოს.

„თუმცა, თუ მხოლოდ ამ მემორანდუმს შევაფასებთ, დაუყოვნებელი და კონკრეტული სარგებელი აშკარად ირანის მხარეს არის“, - აღნიშნავს ის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიაBM.GE
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი