მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ
The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ

იმედი|imedinews.ge

ომის დიდი ნაწილის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებმა დასავლელი მოკავშირეებისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე შედეგი გამოიღო, მისმა ლობირებამ ხელი შეუწყო ვაშინგტონის დარწმუნებას, 2023 წელს კიევისთვის აშშ-ის წარმოების პირველი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცა, რასაც წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნების მიერ კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემის გაგზავნა მოჰყვა - ახლა კი, როდესაც უკრაინა ომის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიშების წინაშე დგას, ზელენსკის ხელახალი მოწოდებები უპასუხოდ რჩება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

ოთხშაბათს, კიევზე განხორციელებული მორიგი იერიშის შემდეგ - რის შედეგადაც დედაქალაქი რუსული ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების წინაშე სრულიად დაუცველი დარჩა - ზელენსკიმ მონაცემები გამოაქვეყნა. თავის განცხადებაში მან აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ წელს მიწოდებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების რაოდენობა „2025 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა“.

უკრაინის მოკავშირეებს „რაკეტები ნამდვილად აქვთ“ - აღნიშნა მან. - თუმცა მათი გაგზავნისა და წარმოების დაჩქარებისთვის „საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებები“ ჯერ კიდევ მისაღებია.

ბოლო დროს ზელენსკიმ აქცენტი ჰუმანიტარულ ასპექტზე გადაიტანა და აღნიშნა, რომ თითოეული დამატებითი რაკეტა გადარჩენილი სიცოცხლეა. თუმცა, შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გამო, მისი მოწოდებები აღარ არის ისეთი წარმატებული, როგორც ადრე.

დასავლელი მოკავშირეები სულ უფრო მეტად ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა მათ საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ, რადგან ომი რამდენიმე ფრონტზე მძვინვარებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, სადაც საბრძოლო მოქმედებებმა მარაგები საგრძნობლად გამოფიტა.

უკრაინის პარტნიორებს ზელენსკის მოწოდება რომც გაეთვალისწინებინათ, ისინი ქვეყნის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას მაინც ვერ შეძლებდნენ. რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს უფრო სწრაფად აწარმოებს, ვიდრე დასავლეთს მათ შესაჩერებლად განკუთვნილი რაკეტების დამზადება შეუძლია.

The New York Times-ის მიერ უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემების ანალიზის თანახმად, წელს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 650 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს აჭარბებს PAC-3 ტიპის რაკეტების იმ საერთო რაოდენობას, რაც მათმა ამერიკულმა მწარმოებელმა, Lockheed Martin-მა, გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით გამოუშვა - არადა, სწორედ ეს თანამედროვე იარაღია ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად ყველაზე ეფექტური.

„დღეს არსებული ვითარება იმაზე კრიტიკულია, ვიდრე ომის დაწყებიდან ნებისმიერ სხვა მომენტში“, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეგორ ჩერნევმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 298 სტატია.

  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს მოაწერა ხელიBM.GE
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

იმედი

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ