მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-მა შეწყვიტა ისეთი პარტნიორობა, როგორსაც ადრე უწევდა უკრაინას რუსეთთან ომში
The New York Times: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-მა შეწყვიტა ისეთი პარტნიორობა, როგორსაც ადრე უწევდა უკრაინას რუსეთთან ომში

The New York Times: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-მა შეწყვიტა ისეთი პარტნიორობა, როგორსაც ადრე უწევდა უკრაინას რუსეთთან ომში

იმედი|imedinews.ge

პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა - ერთ წელზე მეტია, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-მა შეწყვიტა ისეთი პარტნიორობა, როგორსაც ადრე უწევდა უკრაინას რუსეთთან ომში; ახლა კი, როგორც ჩანს, ვოლოდიმირ ზელენსკიც უკან იხევს ამ ურთიერთობიდან და დისტანცირდება იმ ქვეყნისგან, რომელიც ოდესღაც მისი ყველაზე დიდი მოკავშირე იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

ამერიკის მხარდაჭერით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად თებერვლის ბოლოდან შეჩერებულია, მას შემდეგ, რაც თეირანში პირველი ბომბები ჩამოვარდა.

ახლა, როდესაც მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული, ზელენსკიმ საჯაროდ გააკრიტიკა შეერთებული შტატები ისეთი ფორმებით, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა გასულ წელს, როდესაც უკრაინა ფრთხილად უპირისპირდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, მიეღწია სწრაფი მშვიდობისთვის, რომელიც რუსეთის ინტერესებს პასუხობდა.

ზელენსკი ჩიოდა, რომ მას შემდეგ, რაც ირანში ომი დაიწყო, ამერიკელ მომლაპარაკებლებს „უკრაინისთვის დრო აღარ დარჩათ“. მან პროტესტი გამოთქვა ამერიკის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ირანის ომით გამოწვეული ეკონომიკური დაძაბულობის შესამსუბუქებლად, რუსული ნავთობის ნაწილს სანქციები მოეხსნა, რაც კრემლს „დაუსჯელობის განცდას“ უჩენს.

პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამოც, რომ უკრაინისთვის ტერიტორიების მშვიდობის სანაცვლოდ დათმობის იძულებით, ტრამპის ადმინისტრაცია „კვლავ ირჩევს სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც უფრო მეტ ზეწოლას უკრაინულ მხარეზე ახდენს“, ვიდრე რუსეთზე.

უკრაინის მხრიდან მზარდი პირდაპირობის ერთი მიზეზი მარტივია: მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში საკუთარი თავდაცვითი წარმოების გაძლიერებას ცდილობდა, მას აღარ სჭირდება შეერთებული შტატები ისე ძლიერ, როგორც ადრე. გარდა ამისა, კიევი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ღიად სხვა მიმართულებებითაც იყურება.

თანამდებობის დაკავებიდან ერთ თვეში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპმა და მისმა გარემოცვამ ზელენსკი დაამცირეს. ტრამპი არაერთხელ შეეცადა ისტორიის გადაწერას იმის მტკიცებით, რომ ომი არა რუსეთმა, არამედ უკრაინამ დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის გულის მოგებას ცდილობდა, იმ ფონზე, როდესაც უკრაინისთვის დახმარება 99 პროცენტით შეამცირა.

ბოლო დრომდე უკრაინის ლიდერები მეტწილად თავს იკავებდნენ და დუმდნენ, რადგან ურთიერთობების სრულ გაწყვეტას ერიდებოდნენ. შეერთებული შტატები კვლავაც აწვდის მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას ბრძოლის ველის შესახებ. გარდა ამისა, ვაშინგტონს უნიკალური პოზიცია უკავია მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მთავრობა კიევს იარაღს აღარ ჩუქნის, იგი უკრაინას აძლევს უფლებას, შეიძინოს ისინი სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან მიღებული ფულით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ტრამპი →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

იმედი