მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: ნატოს ხუთმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკა
The Telegraph: ნატოს ხუთმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკა

The Telegraph: ნატოს ხუთმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკა

იმედი|imedinews.ge

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ დაბლოკეს ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს ინიციატივა, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის საკუთარი მშპ-ს 0,25%-ის გამოყოფას ითვალისწინებდა.

ინფორმაციას The Telegraph-ი, ნატო-ში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ნატოს მინიმუმ შვიდმა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინისთვის საკუთარი მშპ-ს 0,25%-ზე მეტს უკვე ხარჯავენ, ამ იდეას მხარი დაუჭირა. მათ შორის არიან ნიდერლანდები, პოლონეთი, ასევე, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები. თუმცა, ალიანსში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, ხოლო ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ალიანსში არსებული წყაროს თქმით, ეს ქვეყნები „ამ იდეით აღფრთოვანებულნი არ არიან“.

რუტემ აღიარა, რომ მისი ინიციატივა მოკავშირეების მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერის არარსებობის გამო ვერ განხორციელდება და იმედოვნებდა, რომ ამ გეგმას ალიანსის მომავალ, ანკარის სამიტზე დაამტკიცებდა.

ამასთან, რუტე ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება „ნატო-ს ფარგლებში არათანაბრად არის გადანაწილებული“ და რომ ბევრი ქვეყანა „არასაკმარისად ხარჯავს, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება“. ნატო-ს ხელმძღვანელი დიდი ხანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინის მხარდაჭერაზე და მხოლოდ აშშ-ის დახმარებას არ დაეყრდნოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი