მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: ნავთობის ფასები ირანთან ომის დაწყებამდე არსებულ დონემდე დაეცა
The Telegraph: ნავთობის ფასები ირანთან ომის დაწყებამდე არსებულ დონემდე დაეცა

The Telegraph: ნავთობის ფასები ირანთან ომის დაწყებამდე არსებულ დონემდე დაეცა

იმედი|imedinews.ge

გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ტანკერებმა ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება განაახლეს, ნავთობის მსოფლიო ფასები იმ ნიშნულამდე შემცირდა, რომელიც ირანთან ომის დაწყებამდე იყო.

გამოცემის ცნობით, Brent-ის ტიპის ნავთობი 1,7%-ით გაიაფდა და ბარელზე 72.52 დოლარამდე ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 27 თებერვალს დაფიქსირებულ ფასზე დაბალია.

აშშ-ში წარმოებული West Texas Intermediate-ის ფასი კი 1.3%-ზე მეტით შემცირდა და ბარელზე 69.41 დოლარი შეადგინა.

ფასების კლება გლობალური ბაზრების საერთო ზრდის ფონზე მოხდა - აზიური საფონდო ბირჟები ღამით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ჩიპების გიგანტმა Micron-მა ძლიერი ფინანსური შედეგები და პროგნოზები გამოაქვეყნა.

როგორც The Telegraph-ი იუწყება, აპრილში ნავთობის ფასი 126 დოლარამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტის გამო ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად ჩაკეტა.

სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ნავთობის ტანკერები კვლავ გადიან სრუტეში, რაც გლობალურ მიწოდებაზე წნეხს ამცირებს. ამასთან, აშშ-სა და ირანს შორის შვეიცარიაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ბაზარზე დამატებითი სტაბილურობის განცდა შექმნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი