მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები - ეს ნაბიჯი მთავრობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ციხეებში ადგილების სიმცირის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად
The Telegraph: სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები - ეს ნაბიჯი მთავრობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ციხეებში ადგილების სიმცირის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად

იმედი|imedinews.ge

გამოცემა The Telegraph-ისთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები.

იუსტიციის მინისტრ დევიდ ლემის გადაწყვეტილებით, მთავრობა განახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები ვადაზე ადრე გათავისუფლდებიან. ეს ნაბიჯი მთავრობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ციხეებში ადგილების სიმცირის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

მათ შორისაა მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, სხეულის მძიმე დაზიანებისთვის და სექსუალური ხასიათის დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები. სექტემბრიდან ისინი სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ გათავისუფლების უფლებას მიიღებენ, ნაცვლად ამჟამად მოქმედი წესისა, რომელიც სასჯელის ორი მესამედის მოხდას ითვალისწინებს.

მკვლელობის ან გაუპატიურების გამო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილი დამნაშავეებისთვის ეს ნიშნავს, რომ ისინი გათავისუფლდებიან 7.5 წლის შემდეგ და არა 10 წლის შემდეგ, იმ პირობით, თუ მათი ციხეში ყოფნის პერიოდი შეფასდება როგორც სამაგალითო და მათ არ ჩაუდენიათ ციხის შინაგანაწესის არცერთი სერიოზული დარღვევა.

ქურდობისთვის, ძარცვისთვის, თავდასხმისა და მაღაზიის სისტემური ქურდობისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მხოლოდ მესამედის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებიან, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 40%-ისა, იმ პირობით, თუ მათ არ აქვთ ჩადენილი ციხის შინაგანაწესის არცერთი სერიოზული დარღვევა.

არსებული ინფორმაციით, სექტემბერში პირველი 700 მსჯავრდებული გათავისუფლდება, რასაც მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში მსგავსი რაოდენობის პატიმრების გათავისუფლება მოჰყვება. ეს არის ეტაპობრივი გათავისუფლების გეგმა, რომელიც ახალი სისტემის სრულფასოვანი ამუშავების მიზნით შემუშავდა.

ციხეებისა და პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელებს ასევე აწუხებთ ის, თუ რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება დაზარალებულებზე. მათი თქმით, ზოგიერთი მათგანი შოკირებული იქნება, როდესაც შეიტყობს, რომ მათ საქმეში ფიგურირებადი დამნაშავე მოსალოდნელზე თვეებით ან წლებით ადრე გათავისუფლდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი