მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი აფერხებენ
The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი აფერხებენ

The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი აფერხებენ

იმედი|imedinews.ge

The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამართული მრავალსაათიანი განხილვების დროს პროგრესის შეზღუდვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პოზიცია დასახელდა.

არაერთი დიპლომატიური წყაროს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უნგრელ ამომრჩევლებში არსებული უკმაყოფილების გათვალისწინება უწევდა, რადგან ისინი უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი. ეს ამომრჩევლები მანამდე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მხარდამჭერები იყვნენ.

წყაროების ცნობით, უნგრეთის მთავრობა დათანხმდა მოლაპარაკებების პირველი ექვსი კლასტერის გახსნას, თუმცა მომდევნო ხუთი მიმართულების ერთდროულად გახსნა „ზედმეტად რთულ ნაბიჯად“ მიიჩნია.

კიევი, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, უჭერს მხარს, ცდილობს, მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთი კლასტერი რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას.

თუმცა, უკრაინის გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით შეშფოთებას მხოლოდ უნგრეთი არ გამოთქვამს. ევროკავშირის სამიტის წინ გამართულ შეხვედრებზე პოლონეთმა და სლოვაკეთმაც სხვა ქვეყნებთან ერთად ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე საზოგადოების მხარდაჭერა რიგ სახელმწიფოებში დაბალია, წერს გამოცემა.

კვლევითი ორგანიზაციის European Council on Foreign Relations-ის გამოკითხვის თანახმად, უნგრეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ესტონეთშიც კი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად მიიჩნევა, ამომრჩეველთა უმრავლესობა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას უარყოფითად აფასებს.

დიპლომატიური წყაროების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო ფორმა მხოლოდ მას შემდეგ გახდება ნათელი, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი