
The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ისრაელი ირანთან ომში იმის გამო იმყოფება, რომ აღკვეთოს „მეორე“ ისლამური ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება.
ყოფილ სამხედრო ოფიცერ ავი ჰარუშის პოდკასტში, რომლის შვილიც ღაზაში ბრძოლისას დაიღუპა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დაცემული მეომრების პატივსაცემად ბავშვებისთვის სახელების შერჩევის ტრადიციაზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილთან შეხვედრა, რომელიც ბაბუის სახელს ატარებს.
პრემიერის თქმით, ჩერჩილის შვილიშვილი „სასიმოვნო პიროვნება“ და „ისრაელის მხარდამჭერი“ იყო, რომელიც 1967 წლის ექვსდღიან ომს დადებითად აფასებდა.
„ახლა სცადეთ მსგავსი განწყობის პოვნა ბრიტანეთში - ან იმაში, რასაც ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად მოიხსენიებენ. ვერაფერს მსგავსს ვერ ნახავთ“, - აღნიშნა მან.
„ვიღაცამ თქვა, რომ პირველი ისლამური რესპუბლიკა ბირთვული იარაღით „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკა“ იქნებაო. ასე რომ, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ირანში მსგავსი მეორე არ გამოჩნდეს“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge