მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია
The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია

The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია

იმედი|imedinews.ge

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

პატრიარქმა კირილემ, რომელმაც უკრაინაში შეჭრას „ბოროტების წინააღმდეგ წმინდა ომი“ უწოდა, ამის შესახებ საროვის მახლობლად მდებარე მონასტერში, წირვის აღვლენისას განაცხადა - იმ ქალაქის სიახლოვეს, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა პირველი ბირთვული ბომბი შექმნა.

მისი თქმით, ღმერთი დაეხმარა საბჭოთა კავშირს, ქვეყანას, სადაც ათეიზმი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა იყო, 1949 წელს ბირთვული ბომბი შეექმნა.

„ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ ადგილას ამ მრისხანე იარაღის შექმნა შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს ყველაფერი, დიდწილად, ჩვენი ღირსეული და ღვთისმოშიში მამის, საროველი წმინდა სერაფიმეს ლოცვა-კურთხევითა და ვედრებით აღსრულდა“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილემ.

მონასტერში ვიზიტისას პატრიარქმა კირილემ ბირთვულ იარაღს „სამშობლოს ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ცივი ომის პერიოდში სწორედ მან აარიდა რუსეთი მტრების მიერ საბჭოთა კავშირის „განადგურებასა“ და მისი მოსახლეობის „დამონებას“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 292 სტატია.

  • ზელენსკი ვარაუდობს, რომ ომში რუსეთის სამხედრო დანაკარგები მალე მილიონს მიაღწევსBM.GE
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლინდსი გრემის კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

იმედი

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

იმედი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია