მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს
The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა გემის მიმართულებით ცეცხლი სამხედრო ვერტმფრენიდან გახსნეს მას შემდეგ, რაც ხომალდის ეკიპაჟმა აშშ-ის წარმომადგენლების გაფრთხილებები არ გაითვალისწინა. ამერიკელი სამხედროები ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის აღსრულებაში მონაწილეობენ.

ინციდენტის შედეგად შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ გემი, სავარაუდოდ, ეკიპაჟის სხვა სამოქალაქო გემზე გადაყვანას ცდილობდა.

მანამდე საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard-მა განაცხადა, რომ პანამის დროშით მცურავ კონტეინერმზიდ Vela Nova-ს ვერტმფრენიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. ინციდენტი ომანის ყურეში, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობისას, პაკისტანის სანაპიროდან დაახლოებით 71 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა.

„რაკეტა გემს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა მოგვიანებით მოხერხდა“, - განაცხადა Vanguard-მა ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ცნობით, გემზე მყოფი ეკიპაჟის 17-ვე წევრი დადასტურებულად ცოცხალი იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ახალი პირობა წამოაყენა - აშშ-ის პრეზიდენტი თეირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაციას მოითხოვსრუსთავი 2
  • ირანისგან კომპენსაციას ვითხოვ - დონალდ ტრამპიტვ პირველი
  • ირანის მოქალაქეები საქართველოში 12,800 კომპანიაში ფიგურირებენ, ეს სტატისტიკა კითხვებს აჩენს - EPRCBM.GE
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და  საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლო ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლო ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

იმედი

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

იმედი

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

იმედი