მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება
The Wall Street Journal: ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

The Wall Street Journal: ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება

იმედი|imedinews.ge

უკრაინის თანამდებობიდან დათხოვნილმა თავდაცვის მინისტრმა, ომისდროინდელი არჩევნების მოთხოვნითა და უკრაინული დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნის შესახებ გაფრთხილებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველობას რუსეთის სრულმასშტაბური ინტერვენციის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა შეუქმნა, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკის მმართველობა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა - მიხაილო ფედოროვმა პრეზიდენტს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინულ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება“.

მიხაილო ფედოროვმა, რომლის გასულ თვეში გადაყენებასაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა, ვიდეომიმართვაში უკრაინის ხელისუფლება მკვეთრად გააკრიტიკა და დემოკრატიული პროცესის ნაკლებობაზე ილაპარაკა. მან კორუფციის, გადაჭარბებული ბიუროკრატიისა და კრონიზმის აღმოსაფხვრელად ფართომასშტაბური რეფორმების გატარება მოითხოვა.

ზელენსკიზე წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც რამდენიმე საათში უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებამ პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რეიდების სერია ჩაატარა. შედეგად, პრეზიდენტმა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან დაითხოვა.

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გატარებული ექვსი თვის განმავლობაში ფედოროვმა ინოვატორის რეპუტაცია მოიპოვა. იგი აქტიურად ებრძოდა არმიაში არსებულ საბჭოურ მენტალიტეტს და ბიუროკრატიის შესამცირებლად ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს ამკვიდრებდა, როგორებიცაა დრონები და ციფრული ინსტრუმენტები.

„ხალხი ვერ იცხოვრებს მუდმივ გაურკვევლობაში, როდესაც არ ესმის, რატომ იღებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, რატომ მიდის წინ ზოგიერთი რეფორმა და იბლოკება სხვები, ან რატომ იჭედება თვეობით სამთავრობო უწყებებში ის ნაბიჯები, რომლებიც ფრონტის ხაზზე დღესვეა სასიცოცხლოდ საჭირო“, - აღნიშნა ფედოროვმა. - „საკუთარი გადარჩენისთვის მებრძოლი ქვეყანა ასე უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს“.

პოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, ფედოროვის განცხადება მიზნად ისახავს იმ საზოგადოებრივი უკმაყოფილების სათავისოდ გამოყენებას, რომელიც სავარაუდო კორუფციამ და ზელენსკის მიერ ომის წარმართვის მეთოდებმა გამოიწვია. ამ პროტესტის იშვიათი გამოვლინება გახდა ბოლო დროს ქუჩაში გამართული აქციები, რომლებიც პრეზიდენტის ნდობის რეიტინგის შემცირების ფონზე მიმდინარეობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 147 სტატია.

  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →საფრთხის →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით, სმს შეტყობინებები გაიგზავნა

იმედი

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა

იმედი

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

იმედი