მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტიერი მარიანი: საფრანგეთში ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს - ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი?
ტიერი მარიანი: საფრანგეთში ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს - ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი?

იმედი|imedinews.ge

იცით, რა ვითარებაა საფრანგეთში? ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, ახალი პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას და ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი? - განუცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „ქრონიკას“.

ევროპარლამენტარი ასე ეხმაურება საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას.

ტიერი მარიანი აღნიშნავს, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირს ჰგავს და ქვეყნის შიდასაქმეებში ჩარევაა.

„ძალიან გამიკვირდა, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციისთვის. იცით, რა ვითარებაა საფრანგეთში? ხალხს გადასახადების ფული არ აქვს, საერთაშორისო სიტუაცია შემაშფოთებელია, ახალი პანდემიის მსგავსი სიტუაციაც გვაქვს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას და ამ დროს რაზე ფიქრობს ეროვნული ასამბლეა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციას უყაროს კენჭი? ეს ყოველივე ძალიან უცნაურია. მოგვაგონებს ევროკავშირს.

ახლა გვყავს მთავრობა, რომელსაც არ აქვს უმრავლესობა. ძალიან ვამაყობ, რომ პარტია, რომელმაც უარი თქვა ამ რეზოლუციის მხარდაჭერაზე არის ჩემი პარტია ანუ მარინ ლე პენის პენის პარტია. ჩვენმა პარტიამ უარი თქვა, რომ ხმა მიეცა ამ რეზოლუციისთვის, რადგან რეალურად ეს რეზოლუცია ევროკავშირისას ჰგავს, რომელთაც მთავრობის შეცვლა სურთ. არც ევროკავშირმა და არც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ არ უნდა მისცეს ხმა ქართველების ნაცვლად. პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანს. თქვენ გაქვთ უმრავლესობა და ევროკავშირმა და საფრანგეთმაც ამ უმრავლესობასთან უნდა ითანამშრომლოს.

გაოგნებული ვარ, რომ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობამ სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ მისცა ხმა. ცხადია, ეს არის ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა. საფრანგეთში ბევრი პრობლემა გვაქვს. საქართველო კი ყველასთვის მეგობრული სახელმწიფოა. როცა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ აფიქსირებ პოზიციას, ცხადია ეს არის ჩარევა. წარმოიდგინეთ, საქართველოს მთავრობამ რომ მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომ ფრანგებმა მაკრონი უნდა გადააყენონ - ცხადია, ეს იქნება ჩარევა და ყველა ფრანგი გაოგნებული იქნება ასეთი რეზოლუციით. ეს არის ცალსახა ჩარევა. ყველა აცნობიერებს, რომ ევროკავშირს და ზოგიერთი ქვეყნის უმრავლესობას საქართველოში მთავრობის შეცვლა სურს”, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

საფრანგეთის პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ გმობენ საქართველოში ავტორიტარულ გადახრას, აკრიტიკებენ ქვეყანაში მიღებულ კანონებს და ითხოვენ სანქციებს. სიტყვით გამოსვლისას, მომხსენებელმა მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე ილაპარაკა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ ოპოზიციას სურს, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით. იმედი აქვთ, ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაჰყაბულდება

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ ოპოზიციას სურს, პატრიარქი აიძულონ, რომ გამოვიდეს ციხეში მყოფი რადიკალების გათავისუფლების ინიციატივით. იმედი აქვთ, ხელისუფლება ხათრს ვერ გაუტეხავს და დაჰყაბულდება

იმედი

Washington Post: ირანთან ომი ამერიკული იარაღის მარაგებს საფრთხეს უქმნის და მოკავშირეები უკრაინაზე ღელავენ

Washington Post: ირანთან ომი ამერიკული იარაღის მარაგებს საფრთხეს უქმნის და მოკავშირეები უკრაინაზე ღელავენ

იმედი

უწმინდესი პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში. 12.05.2026. ფოტოგალერეა

უწმინდესი პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში. 12.05.2026. ფოტოგალერეა

იმედი

ფრანგი პარლამენტარი საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციაზე: როგორც წესი, ჩვენ სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ვერევით - საქართველო საფრანგეთის კარგი მეგობარია, იმედი მაქვს, ეს არ მოახდენს გავლენას ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებზე