მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი: ეს კიდევ ერთი კომიკური ეპიზოდი იყო ამ რადიკალების შეკრებისა, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ დასდევნებოდნენ მარკო რუბიოს თვითმფრინავს და სადღაც ზეცაში ეძებდნენ მას, როდესაც უკვე რამდენიმე საათის დატოვებული ჰქონდა ჩვენი რეგიონი
თორნიკე ჭეიშვილი: ეს კიდევ ერთი კომიკური ეპიზოდი იყო ამ რადიკალების შეკრებისა, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ დასდევნებოდნენ მარკო რუბიოს თვითმფრინავს და სადღაც ზეცაში ეძებდნენ მას, როდესაც უკვე რამდენიმე საათის დატოვებული ჰქონდა ჩვენი რეგიონი

იმედი|imedinews.ge

ეს კიდევ ერთი კომიკური ეპიზოდი იყო ამ რადიკალების შეკრებისა, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ დასდევნებოდნენ მარკო რუბიოს თვითმფრინავს და სადღაც ზეცაში ეძებდნენ მას, როდესაც უკვე რამდენიმე საათის დატოვებული ჰქონდა ჩვენი რეგიონი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა მარკო რუბიოს ერევანში ვიზიტზე და ოპოზიციის რეაქციაზე საუბრისას.

ჭეიშვილმა ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალოც წერილზეც, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოუგზავნა.

„გადმოცემული ნარატივი და ის გზავნილები, რომელიც ამ მისალოც ტექსტში ჩვენ ვიხილეთ, თავისთავად არის ლოგიკური გაგრძელება იმ რამდენიმე თვიანი კომუნიკაციისა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურ ფაზაშია. შედგა რამდენიმე ორმხრივი ვიზიტი, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა შეერთებულ შტატებში, ასევე სხვა რამდენიმე სახელმწიფოში არსებობდა კომუნიკაციის შესაძლებლობა. შეერთებული შტატებიდან ახლაც იმყოფებიან საქართველოში სტუმრები, ასევე აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან პრემიერის კომუნიკაცია.

ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს პოზიტიურ მოლოდინს, გარკვეულ იმპულსს იმისა, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყება და ეს იქნება იმგვარი პარტნიორობა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის ინტერესები, ახლა სწორედ ის ეტაპია, როდესაც ხდება გარკვეული კონტურების შემოფარგვლა, თუ რა არის ის საკითხები სადაც შეიძლება რომ არსებობდეს ინტერესთა კვეთა, რაც სამომავლოდ გადაიზრდება კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებში“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე თქვა, რომ მმართველი გუნდი საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ოპტიმისტურად უყურებს.

„განწყობა არის დადებითი, დანარჩენს გვიჩვენებს მომავალი. ნებისმიერი ასეთი ტიპის კომუნიკაცია თავისთავად არის ძალიან სასიამოვნო და ფაქტია ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობამ საკმაოდ სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც წესით და რიგით შემდგომში უნდა დასრულდეს კონკრეტული შედეგებით, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ისევე როგორც აშშ-სთვის“, - განმარტა ჭეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ