მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: მათ დააგვიანდათ დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით. ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე - დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, დაგვიანებულია
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: მათ დააგვიანდათ დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით. ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე - დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, დაგვიანებულია

იმედი|imedinews.ge

მათ დააგვიანდათ შესაბამისი დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

იგი ასე აფასებს ოპოზიციაში ბოიკოტის თემაზე დაპირისპირებას, რომელიც შეერთებული შტატების დელეგაციის განცხადების შემდეგ გამწვავდა.

„ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე. ეს მოხდა გარეკურატორების კარნახის გათვალისწინებით. თუმცა, დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, ნამდვილად დაგვიანებულია იმიტომ, რომ რეალურად ბოიკოტი გამოუცხადეს უპირველესად, საკუთარ ამომრჩეველს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ბოიკოტზე „ლელომ“ უკან დაიხია და ახლა აღიარებენ, რომ ოპოზიცია ამ ნაბიჯით დაზარალდა. ნიკა გვარამია კი ისევ ირწმუნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს განცხადებაში ბოიკოტზე არაფერი უთქვამთ.

ცნობისთვის, 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელიც აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ უჭერს მხარს ქართული ოპოზიციის სრულ ჩართულობას დემოკრატიულ ინსტიტუტებში და არ ემხრობა ბოიკოტს ან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვსBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი