მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა - მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა - მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა - მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციური ალიანსის დაშლას აფასებს. მისი თქმით, ალიანსის დაშლის მიზეზი მისი წევრების პოლიტიკური ეგოა.

„ვხედავთ, თუ როგორ ჩამოიშალა ე.წ. ალიანსი, კვაზიალიანსი, რომელიც თავიდან დიდი ზარ-ზეიმით შექმნეს. ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა. და რაც მთავარია, ისინი საზოგადოების წინაშე იმთავითვე წაგებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვინაიდან მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ოპოზიციური ალიანსი შექმნიდან 100 დღის შემდეგ დაიშალა.

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამწვავდა.

პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ 4 ივნისს დაწერა: „არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი ჰგონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს“.

მეორე დღეს გვარამიამ ასევე დაწერა, რომ „იმედი აქვს, რომ „ნაცმოძრაობა“, „ოპოზიციის ალიანსის“ საქმიანობაში ელემენტარულ მონაწილეობას მაინც მიიღებს“.

დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გაგრძელდა.

6 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ნიკა გვარამია გარიგებებში, მიხეილ სააკაშვილისთვის ხმების წართმევის მცდელობასა და ფინანსური სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა.

„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კი სააკაშვილის გუნდზე განაცხადა: „სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ“.

ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.

გვარამიას „გადაცმული ჩერგოლეიშვილი“ უწოდა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, გვარამიამ წითლიძის შესახებ განაცხადა: „ფურთხების და ბირჟაზე მჯდომი „სემიჩკის მჭამელ“ პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი