
თორნიკე მოლაშვილი: ბატონო უინსტონ, რადგან ამერიკელი ხართ და გაქვთ პრეტენზია, ერკვეოდეთ პოლიტიკურ საკითხებში, გაგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა
ბატონო უინსტონ, რადგან თქვენ ამერიკელი ხართ და გაქვთ პრეტენზია, ერკვეოდეთ პოლიტიკურ საკითხებში, გაგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა, - ასე პასუხობს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ამერიკელ დირიჟორს, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელ უინსტონ ვოგელს, რომელმაც პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა.
როგორც თორნიკე მოლაშვილი აღნიშნავს, მას [უინსტონ ვოგელს] აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, ასევე აქვს უფლება გვერდით დაუდგეს მეგობრებს, მაგრამ არ აქვს უფლება, საზოგადოებას უმტკიცოს, რომ თეთრი შავია და პირიქით.
„საჯარო პასუხი ამერიკელ დირიჟორს, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელ უინსტონ ვოგელს
მოგესალმებით ლამაზი და დემოკრატიული, სუვერენული საქართველოდან. მე ვარ თორნიკე მოლაშვილი, ერთი რიგითი ქართველი, ჩემი სამშობლოს პატრიოტი, ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის მიერ ნაწამები და მოკლული სულხან მოლაშვილის ძმა.
ბატონო უინსტონ, წავიკითხე თქვენი მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სადაც უსინდისოდ ცდილობთ კრიმინალი პაატა ბურჭულაძის გამართლებას და მის წარმოჩენას სპეტაკ ადამიანად, ყურადღებას ამახვილებთ მის პროფესიულ ღირსებებზე, მაგრამ არაფერს ამბობთ იმ უმძიმეს დანაშაულზე, რასაც სახელმწიფოს დამხობის და კონსტიტუციური წესრიგის მორღვევის მცდელობა ჰქვია.
რადგან თქვენ თვალები გაქვთ შეგნებულად დაბრმავებული და ბინძური პროპაგანდით ცდილობთ ბურჭულაძისგან „წამებულის“ გამოძერწვას, მე დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში და ვეცდები, ჩემი ეს წერილი თქვენამდე აუცილებლად მოვიდეს.
