მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები - „ზოგიერთ ადგილს შეხედეთ, თუნდაც კალიფორნიას, იქ ყოველ უქმეებზე ძაბვის ვარდნა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებია“
ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები - „ზოგიერთ ადგილს შეხედეთ, თუნდაც კალიფორნიას, იქ ყოველ უქმეებზე ძაბვის ვარდნა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებია“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები.

„დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ გავაგრძელოთ ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაღწევთ. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის პარალელურად - ისინი კი ყველგან შენდება - ამერიკული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადები სინამდვილეში შემცირდეს. თქვენ თავად ააშენებთ საკუთარ მონაცემთა ცენტრებს და თავადვე ააშენებთ საკუთარ ელექტროსადგურებს. თქვენ, არსებითად, კომუნალურ კომპანიად იქცევით - ისეთად, როგორიც ნიუ-იორკში Con Edison-ია“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იმისათვის, რომ მართლაც მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, იმაზე ორჯერ მეტი ელექტროენერგია გჭირდებათ, ვიდრე ახლა გვაქვს, შესაძლოა იმაზე მეტიც კი“.

„ჩვენ ჩინეთს დიდი უპირატესობით ვუსწრებთ, ჩვენი ძველი ენერგოსისტემით კი ეს უბრალოდ არ გამოვიდოდა. სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეს იდეა: ააშენეთ საკუთარი სადგური! საწუწუნოც არავის არაფერი ექნება. ვეღარც მე დამირეკავთ საყვედურით, ვითომ ცუდად ვმუშაობ - მხოლოდ იმის გამო, რომ 200 წლის წინანდელი ენერგოქსელი გვაქვს, რომელიც ნამდვილად არ არის მსოფლიოში საუკეთესო. ზოგიერთ ადგილს შეხედეთ, თუნდაც კალიფორნიას, იქ ყოველ უქმეებზე ძაბვის ვარდნა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებია. უკანასკნელი, რასაც ისინი შეძლებენ, ასეთი კოლოსალური მოცულობის ენერგიის მიწოდებაა. არავის არასდროს აუხსნია ჩემთვის, რატომ არის საჭირო ამდენი ელექტროენერგია, რატომ გჭირდებათ ესოდენ დიდი რაოდენობა... თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც დიდად მაინტერესებდა“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ 60 სავაჭრო პარტნიორს 10%-იდან 12.5%-მდე ტარიფებს უწესებს

აშშ 60 სავაჭრო პარტნიორს 10%-იდან 12.5%-მდე ტარიფებს უწესებს

იმედი

ილონ მასკი: USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო - რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი

ილონ მასკი: USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო - რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი

იმედი

სახელმწიფო ელექტროსისტემა: ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს როლზე საუბრობს აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამაზე საუბრობს ჩინეთი

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს როლზე საუბრობს აზერბაიჯანი, თურქეთი, შუა აზიის ქვეყნები, შეიძლება გასაოცარი იყოს, მაგრამ ამაზე საუბრობს ჩინეთი

იმედი