
ტრამპი: არ მომწონდა ის, თუ როგორ იქცეოდა მეგან მარკლი, ის საშინლად უპატივცემულოდ ექცეოდა დედოფალს, მეფე ჩარლზს - არ ვიცი, ალბათ მე განსხვავებული ვარ, მათ უკან არ დავაბრუნებდი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მოხარულია“ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ შეერთებული შტატების დატოვებით.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა წყვილი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავად მეფე რომ ყოფილიყო, მათ დიდ ბრიტანეთში დაბრუნების უფლებას არ მისცემდა.
„მოხარული ვარ ამის გამო. მათი ფანი არასდროს ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ ისინი სამეფო ოჯახს უდიდესი უპატივცემულობით ეპყრობოდნენ. ეს არ მომწონდა. არ მომწონდა ის, თუ როგორ იქცეოდა იგი [მეგან მარკლი]. ვფიქრობ, ის საშინლად უპატივცემულოდ ექცეოდა დედოფალს, მეფე ჩარლზს. არ ვიცი, ალბათ მე განსხვავებული ვარ, მათ უკან არ დავაბრუნებდი“, - განაცხადა ტრამპმა.
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დიდ ბრიტანეთში აგვისტოში დაბრუნდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად გამოცემა The Telegraph-მა გავრცელა. წყვილმა შვილები უკვე შეიყვანა ბრიტანულ სკოლაში და, სავარაუდოდ, ლონდონის გარეთ, არასამეფო რეზიდენციაში იცხოვრებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge