მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით
ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

ტრამპი ნატოს მოკავშირეებზე: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით

იმედი|imedinews.ge

ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კვლავ უკმაყოფილება გამოხატა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მიმართ „ძალიან იმედგაცრუებულია“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სამიტზე დასწრების გადაწყვეტილება დიდწილად მხოლოდ თურქეთის ლიდერის მიმართ პატივისცემით იყო განპირობებული: „ეს რომ არ ყოფილიყო თურქეთში, სადაც ჩემი მეგობარი, ძალიან ძლიერი ლიდერი და პიროვნება იმყოფება, შესაძლოა, არც დავსწრებოდი“.

ტრამპის კრიტიკის მთავარი მიზეზი ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის მიმართ მოკავშირეების პასიური პოზიცია გახდა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკამ ნატოში ტრილიონობით დოლარი დახარჯა ევროპული ქვეყნების დასაცავად, თუმცა საპასუხოდ მათგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.

„მე ვამოწმებდი მათ, ვუყურებდი, იქნებოდნენ თუ არა ჩვენს გვერდით. იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა უარი გვითხრეს. ეს არაფერი, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ ვხარჯავთ ასობით მილიარდ დოლარს, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ არიან? ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიდექით“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-ს ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი“ დარტყმებისთვის ბრიტანული ავიაბაზების გამოყენების ნებართვა დაგვიანებით მისცა. ტრამპმა ამ ნაბიჯს „ძალიან არაპოპულარული“ უწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ტრამპი ირლანდიაში ჩავიდაფორმულა
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპის →დოლარი →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი