მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას სათაურით „ტრამპისეული ნაციონალიზმი მსოფლიოს იპყრობს. იქნება თუ არა საფრანგეთი შემდეგი ლე პენის დაბრუნებით?“
ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას სათაურით „ტრამპისეული ნაციონალიზმი მსოფლიოს იპყრობს. იქნება თუ არა საფრანგეთი შემდეგი ლე პენის დაბრუნებით?“

ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას სათაურით „ტრამპისეული ნაციონალიზმი მსოფლიოს იპყრობს. იქნება თუ არა საფრანგეთი შემდეგი ლე პენის დაბრუნებით?“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოცემა Just The News-ის სტატიას აზიარებს, სათაურით „ტრამპისეული ნაციონალიზმი მსოფლიოს იპყრობს. იქნება თუ არა საფრანგეთი შემდეგი ლე პენის დაბრუნებით?“.

პუბლიკაციაში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და მათში „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის მონაწილეობის მაგალითზე გლობალური პოლიტიკური ტენდენციებია განხილული.

„ქვეყნიდან ქვეყანაში ამომრჩევლებს, როგორც ჩანს, მოჰბეზრდათ ერთი და იგივე ექსპერიმენტი: გაბერილი სოციალური სახელმწიფოები, ღია საზღვრების პოლიტიკა, იდენტობაზე დაფუძნებული მმართველობა და სუპრანაციონალური წესები, რომლებმაც სტაგნაცია, დაუცველობის განცდა და ეროვნული სუვერენიტეტის ჩუმი ეროზია მოიტანა.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში ნათქვამია: „ნდობა მთავრობის უნარის მიმართ, განახორციელოს აუცილებელი სტრუქტურული რეფორმები, კვლავ სუსტია; ინვესტორების უმეტესობა პროგნოზირებს ეკონომიკის შემდგომ გაუარესებას და ინარჩუნებს სტაბილურად ნეგატიურ საინვესტიციო განწყობას“.

ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი შესაძლოა გახდეს იმ კორექტირების კურსის ბოლო გაჩერება, რომელიც უკვე თვალსაჩინოა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, იტალია - სადაც „იტალიის ძმების“ პარტიის წარმომადგენელი ჯორჯია მელონი 2022 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და სათავეში ჩაუდგა მემარჯვენე კოალიციურ მთავრობას“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ ჯორდანის განცხადებაა მოყვანილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოპულისტური მიდგომა, ამჟამად ყველაზე სწორი გზაა.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. მემარჯვენე კანდიდატებმა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში არაერთი გამარჯვება მოიპოვეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ამერიკაში ტრამპის გამოსახულებით $1-იანი მონეტა ჩაეშვაBM.GE
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება

იმედი

„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა

„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა

იმედი

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

იმედი