მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა

იმედი|imedinews.ge

ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანიც იმ პირთათვის ზარალის ანაზღაურებაა, ვინც აცხადებს, რომ ბაიდენის იუსტიციის დეპარტამენტისა და „დემოკრატების“ სამიზნე გახდა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

„ამით შეიქმნა არხი გადასახადების გადამხდელთა ფულადი სახსრების პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეებისკენ მიმართვისთვის“, - აღნიშნავს The New York Times-ი.

„ეს უკიდურესად არაორდინალური ფონდი, რომელსაც კრიტიკოსები პოლიტიკურ „შავ სალაროდ“ ნათლავენ, მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ტრამპმა გამოიტანა თავისი სარჩელი შიდა შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, რომლითაც, სულ მცირე, 10 მილიარდ დოლარს ითხოვდა. ეს იყო აშკარა მცდელობა, თავი აერიდებინათ საქმის მოსამართლის მხრიდან ზედამხედველობისთვის, რომელმაც მანამდე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნული სარჩელი წარმოადგენდა პირადი ინტერესების გატარებას პრეზიდენტსა და იმ უწყებას შორის, რომელსაც მისი ყოფილი ადვოკატი, ტოდ ბლანში ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია სტატიაში.

ფონდის ფულადი მოცულობა 1.776 მილიარდ დოლარად განისაზღვრა. იუსტიციის დეპარტამენტმა თავის განცხადებაში დასძინა, რომ ფონდის შექმნა მიზნად ისახავს „სისტემური პროცესის უზრუნველყოფას იმ სხვა პირთა პრეტენზიების მოსასმენად და დასაკმაყოფილებლად, რომლებიც სამართლებრივი სისტემის ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ“, თუმცა უწყებას სხვა დეტალები, მათ შორის იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს, თითქმის არ დაუკონკრეტებია.

ტრამპმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაადანაშაულეს „დემოკრატები“ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების თავიანთი მტრების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენებაში.

ფონდისთვის განკუთვნილი თანხები გამოიყოფა იუსტიციის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული სპეციალური, შეუზღუდავი ანგარიშიდან, რომელიც სასამართლო დავების მოსაგვარებლად გამოიყენება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →შექმნა →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი