მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა
ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა

ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა

იმედი|imedinews.ge

პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ფრიდონ ხალვაში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვანო მაისურაძემ.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი კუთხის საამაყო შვილების, ფრიდონ ხალვაშისა და მისი ვაჟის, ცნობილი კინორეჟისორის - ზაზა ხალვაშის დაბადების დღეები, ოჯახის სიწმინდის დღეს - 17 მაისს, დაემთხვა. დღეს, ბატონ ფრიდონს - 101, ხოლო ზაზა ხალვაშს - 69 წელი შეუსრულდებოდა. მათ დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ფრიდონ ხალვაში სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის, სხვა არაერთი პრემიის ლაურეატი და 50-მდე წიგნის ავტორი. ზაზა ხალვაში, ავტორია ფილმებისა - „ჟამი“, „აქ, ჩვენთან“, „მიზერერე“, „ნამე“ , „მგლების ხორუმი“ და სხვა. მიღებული აქვს პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები და ჯილდოები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - დავით თედორაძემ ფრიდონ ხალვაშის უკვდავ შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა.

პოეტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა - მამა სერგი რუხაძემ გადაიხადა. შეკრებილებმა ქვეყნის, მისი ძირძველი კუთხის საამაყო შვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ისაუბრეს ფრიდონ და ზაზა ხალვაშების მოღვაწეობაზე, მათ დამსახურებაზე ქვეყნისა და ერის წინაშე.

ღონისძიებას, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ოჯახის წევრებთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, მწერალთა ეროვნული კავშირის აჭარის ორგანიზაციის, ჩოხოსანთა დასისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ