მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს

„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას“ ფარგლებში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ 30-ზე მეტ კატეგორიაში, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ფინალისტები და გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება.

ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 2026 წელს „საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს. დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მასტერკლასების ჩატარება, რეგიონული შეხვედრების გამართვა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შორის აქტიური დიალოგის ხელშეწყობა.

პროექტის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიული უნარების განვითარება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • „ლოპოტა“ ღონისძიებების დარბაზის მშენებლობას იწყებს - ინვესტიცია $6.5 მილიონიაBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყებარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებსფორმულა
იწყება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი