მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებაში, ასევე, ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული ფესვების შენარჩუნების საქმეში.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა ქართული საზოგადოების თავმჯდომარეებთან. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და დიასპორის განსაკუთრებული წვლილი ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიასპორასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტის განხორციელება. ამ პროცესში ჩართულია დიპლომატიური მისიები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს ქმნის“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის, დიასპორასთან ერთად განახორციელოს ახალი ინიციატივები, ხელი შეუწყოს ქართული ენის, ტრადიციების პოპულარიზაციას და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერებას.

დიასპორებთან შეხვედრებთან ერთად, დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის, პანორამული მუზეუმი და შვიდასწლოვანი სოფელი ბურსის პროვინციაში, რომელიც 2014 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი