მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია

იმედი|imedinews.ge

მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან ერთად, ჩვენ ვხედავთ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველ ნაბიჯებს, სწორედ, ამ სამი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი არამხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, არამედ მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი და უსაფრთხო დერეფანია.

„მოხარული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავება დღეს უკვე შესაძლებელია. პირველ რიგში, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მასპინძლობისთვის და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მთავრობის მიმართ. ჩვენ მოძმე ქვეყანა აზერბაიჯანსაც მინდა, მადლობა გადავუხადო და ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ იმყოფება. დღეს, აქ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვხედავთ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველ ნაბიჯებს. ამ სამი ქვეყნის ერთობლივი ძალებით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. დღეს, საქართველოს მხარეს დასრულდა ყველანაირი სამუშაოები, რაც რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავებისთვის იყო საჭირო. ამ განვითარებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფანში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან კრიზისულ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებების არსებობა. ამასთან, აღნიშნული პროექტი არ არის მხოლოდ გადაზიდვის ალტერნატიული საშუალება, ეს არის მსოფლიო დონისა და მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძი, უსაფრთხო დერეფანი. უსაფრთხო გადაზიდვის საშუალებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც ამის ნათელი მაგალითია. საქართველოს მხარეს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღეიდან, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, საერთო ხედვით არის წარმოდგენილი საერთაშორისო და მსოფლიო მნიშვნელობის გადაზიდვის დერეფანი“, - აღნიშნა აბდულქადირ ურალოღლუმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მინისტრი →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი