მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა

იმედი|imedinews.ge

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

შედეგად, როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, დაბომბილია საავიაციო ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

წინასწარი მონაცემებით, უკრაინამ ყირიმის ქალაქ საკიში სამხედრო აეროდრომზე მდებარე ოთხი ანგარი დაბომბა. დაიბომბა აგრეთვე ქალაქ გვარდეისკის აეროდრომის ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, ქერჩთან ახლოს უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და კომპლექსი „პანცირ-C1“.

„რუსი ოკუპანტები ყირიმის ცაზე კონტროლს კარგავენ. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თითოეული განადგურებული კომპლექსი და სამხედრო აეროდრომი მტრის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მისაყენებლად უკრაინას ახალ შესაძლებლობებს აძლევს“, - აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი