მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა
უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა

უკრაინამ საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გიორგი ტიჰიმ ბოდიში მოუხადა საბერძნეთს საზღვაო დრონთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რომელიც კუნძულ ლევკასთან იონიის ზღვაში მოხდა.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა აღნიშნა, საზღვაო დრონის შეჭრა საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგია.

„ვინაიდან საერთაშორისო და რეგიონული, კერძოდ საზღვაო უსაფრთხოების დღევანდელი გამოწვევები და რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა როგორც საბერძნეთისთვის, ისე უკრაინისთვის შეშფოთების საერთო საგანს წარმოადგენს, უკრაინა ხაზს უსვამს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სამოქალაქო საზღვაო უსაფრთხოების პრინციპების მიმართ, აღნიშნავს დაინტერესებას მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან თავიდან აცილებაში“, - აღნიშნა ტიჰიმ.

მან ცალკე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში უკრაინა „ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის“.

ცნობისთვის, საბერძნეთის სანაპიროსთან ახლოს დრონი მაისში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დრონს 100 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა მიმაგრებული. ბერძნული მხარის მტკიცებით, დრონის მიზანს ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთი გემის განადგურება წარმოადგენდა. მოგვიანებით საბერძნეთმა საზღვაო დრონის გამო უკრაინას დემარში გამოუცხადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი