მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს
უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინელებმა Patriot-ის ტიპის რაკეტების დეფიციტის გამო ღამე ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ 6 ივლისს, კიევზე თავდასხმის დროს, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, ამის მიზეზი კომპლექს Patriot-ის საზენიტო რაკეტების მწვავე დეფიციტი გახდა.

უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა მასირებული დარტყმისას 419 საჰაერო თავდასხმის საშუალება გამოიყენა - სხვადასხვა ტიპის 68 რაკეტა და 351 დრონი. მთავარი სამიზნე კიევი და კიევის ოლქი გახდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს 31 ერთეული Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტის, ექვსი „კალიბრისა“ და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდება. თუმცა, ამავდროულად, დაფიქსირდა ბალისტიკური რაკეტების, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებისა და დრონების ნაწილის მიზანში მოხვედრა.

იგნატმა აღნიშნა, რომ სწორედ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ნაკლებობა გახდა ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ დაბალი ეფექტურობის მთავარი მიზეზი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი რაკეტების ჩაჭრა უფრო რთულია, ხოლო რუსული მხარე, მისი თქმით, სულ უფრო ხშირად ფსონს სწორედ მათზე დებს და უკრაინის საჰაერო თავდაცვის შეზღუდული მარაგებით სარგებლობს.

დარტყმის წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მასირებული თავდასხმის მაღალი ალბათობის შესახებ აფრთხილებდა დასავლელ პარტნიორებს და Patriot-ის სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდებდა. თავდასხმის შემდეგ ზელენსკიმ კვლავ მიმართა მოკავშირეებს და მოუწოდა მიიღონ „მტკიცე გადაწყვეტილებები“ ანკარაში ნატოს მოახლოებულ სამიტზე.

ბოლო მონაცემებით, კიევზე ღამის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. 7 ივლისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →რუსული →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი