მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა.

ზელენსკიმ დაწერა, რომ ღამით ოკუპანტის იერიშის შედეგად კიევში ხუთი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. დაშავებულები არიან ხარკოვისა და ოდესის ოლქებშიც. ნანგრევებში მოყოლილთა სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.

ზელენსკი წერს, რომ რუსეთი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ დაესხა თავს ხერსონში გაეროს ჰუმანიტარული მისიის ავტომობილებს.

ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ყველა ასეთ დარტყმას სამართლიანი პასუხი გაეცემა. საჭიროა მოსკოვზე ისეთი წნეხის განხორციელება, რათა მათ თავისი ტერორის შედეგები იგრძნონ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიომ სანქციები შემოიღოს. რუსეთის პასუხისმგებლობა ომზე და ჩვენი სასანქციო ზეწოლა სრული ძალით უნდა მუშაობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ იყოს გაჩუმებული და უკრაინასთან იყოს“, - დაწერა ზელენსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი