მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი: 2022 წელს ზელენსკი მზად იყო დონბასი რუსეთისთვის დაეთმო
უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი: 2022 წელს ზელენსკი მზად იყო დონბასი რუსეთისთვის დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი: 2022 წელს ზელენსკი მზად იყო დონბასი რუსეთისთვის დაეთმო

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა განაცხადა, რომ ზელენსკი 2022 წელს ომის შესაჩერებლად მზად იყო დონბასიდან უკრაინული ჯარი გაეყვანა.

„მე ვესაუბრე ადამიანებს, რომლებიც უკრაინას 2022 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებზე წარმოადგენდნენ. მათ დაწვრილებით ამიხსნეს, რომ ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ. უფრო მეტიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ მითხრეს, რომ ზელენსკი დონბასიდან გამოსვლას პირადად დათანხმდა“, - განაცხადა მენდელმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.

მისი განმარტებით, ზელენსკი მზად იყო ასეთ ნაბიჯზე წასულიყო, რათა ომი გაეჩერებინა. როგორც მენდელმა აღნიშნა, 2022 წლის აპრილში სტამბოლის შეთანხმებაზე უარი ზელენსკის დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ათქმევინა.

მენდელის განცხადებით, ზელენსკის კონფლიქტის დასრულების მეორე შესაძლებლობა 2022 წლის ბოლოს ჰქონდა. თუმცა, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის კონცეფციას დაუჭირა მხარი, რომელიც კიევის დახმარებას და საომარი მოქმედებების გაგრძელებას ისახავდა მიზნად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →რუსეთის →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი