მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა - ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული: ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა - ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა

იმედი|imedinews.ge

საქართველოში უკრაინის საელჩო უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის სტატიას აქვეყნებს. დმიტრო ბერეჟნოის სტატიაში წერია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ათასობით უკრაინულ ოჯახს, საქართველოში უკრაინისთვის ჰუმანიტარული და სოციალური მხარდაჭერა ნამდვილად საერთო ეროვნული გახდა.

აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, განსაკუთრებით კი ის ბავშვები, რომელთა მშობლებმა სიცოცხლე შესწირეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასვენებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის.

„2022 წლის თებერვლის ბოლოდან უკრაინის 500 ათასზე მეტმა მოქალაქემ იძულებითი ევაკუაცია მოახდინა და საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაემგზავრა. ბევრი მათგანისთვის სწორედ ქართული მიწა გახდა პირველი უსაფრთხო თავშესაფარი რუსეთის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისის საშინელებების შემდეგ. ამჟამად 27 ათასზე მეტი უკრაინელი აგრძელებს საქართველოში დროებით ცხოვრებას, სამართლიანი მშვიდობის დადგომასა და მშობლიურ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას ელოდება. უკრაინის ჰუმანიტარულმა და სოციალურმა მხარდაჭერამ საქართველოში ჭეშმარიტად საყოველთაო-სახალხო მასშტაბი შეიძინა, რამაც გააერთიანა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევა. ომის პირველ, ყველაზე მძიმე თვეებში, ათასობით უკრაინულმა ოჯახმა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ თავშესაფარი საქართველოში ეძებნათ, მიიღო უფასო საცხოვრებელი, ცხელი საკვები, მატერიალური დახმარება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ადამიანური სითბო და მხარდაჭერა.

საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების უკრაინელი ბავშვები, მათ შორის ის ბავშვები, რომელთა მშობლებმაც სიცოცხლე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შესწირეს, რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში დასასვენებლად და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის.

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინსტიტუციურმა მხარდაჭერამაც, რაც გამოიხატა საზღვრის კვეთის პროცედურების მაქსიმალურ გამარტივებაში, უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო ყოფნის ვადების გაზრდასა და მათთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობის მიერ შეგროვებული და უკრაინაში გაგზავნილი ათასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება, გენერატორები, სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები უაღრესად მნიშვნელოვან მხარდაჭერად იქცა ჩვენი ქალაქებისთვის ომის ყველაზე რთულ პერიოდში.

ამ თბილი და ღია მიღების წყალობით, საქართველოში მყოფი უკრაინელები თავს „უცხოეთში“ არ გრძნობენ. ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის საქართველო გახდა ჭეშმარიტად ახლობელი ქვეყანა, სადაც ისინი გრძნობენ ძმურ სითბოს, მხარდაჭერასა და გულწრფელ ადამიანურ სოლიდარობას", - წერს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდისფორმულა
  • უკრაინამ "მაშა და დათვის" შემქმნელებს, ასევე სხვა რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესაBM.GE
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →ომის →

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო