მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო
უკრაინული მედია: ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო

იმედი|imedinews.ge

ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ევროკავშირის ელჩებმა გასულ კვირას განიხილეს. სწორედ მაშინ გამოხატა ბულგარეთმა უთანხმოება სასანქციო სიაში რუსეთის პატრიარქის დამატებასთან დაკავშირებით, რადგან იგი ამაში რელიგიურ საქმეებში ჩარევას ხედავს.

ასევე, „ევროპეისკა პრავდას“ თანამოსაუბრეთა ცნობით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის ბულგარეთმა, ენერგეტიკის სფეროში შეთავაზებულ სანქციებთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გამოხატა - 21-ე პაკეტი ითვალისწინებს რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის გაყინვას, მისი შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) მომდევნო სხდომაზე ოთხშაბათს შეიკრიბება, სადაც გააგრძელებს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის პროექტის განხილვას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მედია →მხარს →

მსგავსი სტატიები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი