მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უკრაინელების დეპორტაციის პროექტის წამოყენებას გეგმავს - ინიციატივა ეხება მხოლოდ გაწვევის ასაკის იმ მამაკაცებს, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი
უკრაინული მედია: პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უკრაინელების დეპორტაციის პროექტის წამოყენებას გეგმავს - ინიციატივა ეხება მხოლოდ გაწვევის ასაკის იმ მამაკაცებს, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) უკრაინელების დეპორტაციის პროექტის წამოყენებას გეგმავს - ინიციატივა ეხება მხოლოდ გაწვევის ასაკის იმ მამაკაცებს, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს დეპორტაციის სპეციალური ცენტრების შექმნას, რამაც მთელი პროცესი უნდა გაამარტივოს და დააჩქაროს.

პარტიის წევრმა, ტობიაშ ბოხენსკიმ აღნიშნა, რომ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

„ამასთან დაკავშირებით, მომავალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება იმ გაწვევის ასაკის უკრაინელი მამაკაცების დეპორტაცია, რომლებიც პოლონეთში ოფიციალურად არ მუშაობენ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, იბრძოლონ საკუთარი სამშობლოსთვის, რათა ამ ომის საშინელება სწრაფად დასრულდეს. პოლონეთის სახელმწიფო კი ამაში მათ მკვეთრად, კატეგორიულად და უკომპრომისოდ დაეხმარება“, - განაცხადა ბოხენსკიმ.

2025 წელს პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ქვეყანაში დარეგისტრირებულ უმუშევარ უკრაინელთა რაოდენობა 11 ათასზე ოდნავ მეტს შეადგენდა. უწყებას სქესის მიხედვით ზუსტი მონაცემები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამ ჯგუფის უმრავლესობას ქალები შეადგენენ.

PiS-ის წინადადების თანახმად, დეპორტაცია შესაძლოა შეეხოთ იმ მამაკაცებსაც, რომლებიც ე.წ. „რუხ ზონაში“ იმყოფებიან, ანუ არ გააჩნიათ ლეგალური დასაქმება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარტია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • გახარია: აკრძალავენ თუ არა ჩვენს პარტიას, ჩვენ უკან არ დავიხევთფორმულა
  • რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დაემატებარუსთავი 2
  • "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვსტვ პირველი
  • უილსონი: “ოცნება” საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ჰყიდის”ნეტგაზეთი
პარტია →

მსგავსი სტატიები

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

იმედი

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

იმედი

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

იმედი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

იმედი