მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბა
უკრაინული მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბა

უკრაინული მედია: უკრაინამ ვოლგოგრადში რუსული სამხედრო ობიექტი დაბომბა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო ობიექტზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივების ცნობით, ქალაქში ღამით აფეთქებების ხმა გაისმა და ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ვოლგოგრადის ოლქში სარაკეტო განგაში გამოცხადდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ქალაქის თავზე კვამლი ჩანს.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინელებმა დაბომბეს „ტიტან-ბარიკადის“ სამხედრო ქარხანა, რომელიც სტრატეგიული სარაკეტო სისტემებისთვის გამშვებ დანადგარებს აწარმოებს.

დარტყმა განხორციელდა უკრაინული წარმოების შორი მანძილზე მოქმედი „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით, წერს უკრაინული მედია.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ქალაქი ღამით უკრაინელების მიერ დაიბომბა, რის შედეგადაც კრასნოოქტიაბრსკის რაიონში ერთ-ერთი საწარმოს წარმოების ობიექტები დაზიანდა.

ბოჩაროვის განცხადებით, დაშავდა 10 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დახმარებას იღებენ. მისივე თქმით, ხანძრები მალევე ჩააქრეს და საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →მედია →რუსული →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი