მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს
უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს

უმაღლესი საბჭოში მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს - ზურაბ პატარაძე დეპუტატების წინაშე გაწეული საქმიანობის, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციით წარდგა.

მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში გასული 2025 წელი და მიმდინარე წლის პირველი კვარტალი შეაჯამა. მომხსენებლის განცხადებით, ბოლო წლებში სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, სწორად დაგეგმილმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი განვითარება მოუტანა. აღინიშნა, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტი განხორციელდეს. მოხსენებისას ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საინვესტიციო გარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდა მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ინიციატივებზე.

სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ზურაბ პატარაძემ უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა