მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
„ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ.

უნგრელი პარლამენტარი ბალაშ ორბანი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს არჩევნებში ხელახლა კენჭისყრის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ. ორბანის თქმით, ეს უნგრეთში საკონსტიტუციო კრიზისის დასაწყისია. პარლამენტის გადაწყვეტილებას უნგრეთის დემოკრატიისთვის ბნელ დღედ აფასებს ევროპარლამენტარი და პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ლიდერი კინგა გალიც.

„ეს არის კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ირონიულია, რომ მას ის პარტია ქმნის, რომელსაც უნგრეთის დემოკრატიულ ისტორიაში ყველაზე დიდი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელში მათი ლიბერალ-ავტორიტარი მოკავშირეების მსგავსად, მათ კი მოიგეს არჩევნები, მაგრამ იციან, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუეს. და მათ ეშინიათ, რომ თავისუფალ და სამართლიან დემოკრატიულ კონკურენციაში მათ ხელისუფლებიდან გადაირჩევდნენ. ხელისუფლება, რომელსაც ამომრჩევლის ეშინია, ყოველთვის თავად დემოკრატიის შიშით ასრულებს“, - წერს ორბანი.

პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

იმედი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

იმედი

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

იმედი