მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ინიციატივით ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.

„სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ტექსტი შევიდა, რომელიც წლების წინ კონსენსუსის საფუძველზე იყო მიღებული. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო პროცესში დეკლარაცია მნიშვნელოვნად გადაიხედა და დაიხვეწა უნგრული წინადადებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ჩემი ინიციატივით, ბოლო მომენტში ტექსტიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ეხებოდა. ეს მარტივი არ ყოფილა“, - დაწერა მადიარმა.

უნგრეთის პრემიერმა აგრეთვე დასძინა, რომ წელიწად-ნახევრის შემდეგ პირველად გახდა შესაძლებელი ისეთი შემაჯამებელი დეკლარაციის მიღება, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ეთანხმება.

„სწორედ ასე მიიღწევა შედეგი, როდესაც ვინმე შეხვედრაზე მხოლოდ დაპირისპირებისა და შიშის დათესვისთვის კი არ მიდის, არამედ კომპრომისის პოვნას ცდილობს“, - აღნიშნა მან.

4 órás intenzív vita után tudtuk lezárni az Európai Tanács ülésének első napirendi pontját. Az állam- és kormányfői csúcs záródokumentumába Ukrajna kapcsán csak már évekkel ezelőtt konszenzussal elfogadott szöveg került. A több hetes szövegezés alatt magyar javaslatra sokat… — Magyar Péter (Ne féljetek) (@magyarpeterMP) June 18, 2026
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი