მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას
ურსულა ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას

იმედი|imedinews.ge

დღეს ევროკავშირმა გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნას, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ორშაბათს, პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე, ჩვენ გავხსნით ძირითად საკითხთა კლასტერს, რომელიც გაწევრიანების პროცესის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ეს კლასტერი მოიცავს იმ ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული - კანონის უზენაესობიდან დაწყებული, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით დასრულებული.

ეს არის იმ შეუპოვრობის, სიმამაცისა და შრომის აღიარება, რომელიც ორივე ქვეყანამ რეფორმების გატარების გზაზე, უდიდესი გამოწვევების მიუხედავადაც კი გამოიჩინა.

ეს ასევე არის ნიშანი იმისა, რომ მშვიდობის, სტაბილურობისა და შესაძლებლობების ის შეთავაზება, რომელსაც ევროკავშირი აკეთებს, შეუდარებელია.

გაფართოება სტრატეგიული არჩევანია. ჩვენი ხალხების დაახლოებით, ჩვენ ვაძლიერებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მთელ კონტინენტზე.

მზარდი გაურკვევლობით მოცულ სამყაროში, უფრო დიდი ევროკავშირი ჩვენს საერთო ინტერესებშია. გაფართოება კვლავაც რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად და საუკეთესო ინვესტიციად ჩვენს საერთო მომავალში“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →წევრი →

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი