მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები
ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები

ვახტანგ ცინცაძე: ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები

იმედი|imedinews.ge

ჩენდლერის ინსტიტუტის „კარგი მთავრობის ინდექსი 2026“- ში საქართველომ გლობალურად, 133 ქვეყანას შორის 43-ე ადგილი დაიკავა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რეიტინგში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელიც საქართველოს აქვს ეფექტიანი მმართველობის, ასევე იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც აუმჯობესებს, ზოგადად, როგორც ქვეყნის, ასევე მიწოდებული სერვისების ეფექტიანობას.

სამინისტროს ინფორმაციით, რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას (მოლდოვა, ალბანეთი, უკრაინა, სერბეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა) და ასევე, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებს (უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი). ქვეყნის შეფასება განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი მიმართულებებით: „მიმზიდველი ბაზარი“, „ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება“ და „ჯანსაღი კანონები და პოლიტიკა“.

ამასთან, 2026 წელს გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიციები გაუმჯობესდა შემდეგ ინდიკატორებში: პოლიტიკის განხორციელება; შემოსავლის გადანაწილება; სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტი; პასპორტის სიძლიერე და პერსონალური უსაფრთხოება.

ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშში ხაზგასმულია სამთავრობო პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საჯარო სამსახურის/სერვისების მოდერნიზაციის თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობები.

„ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, ზოგადად, ქვეყნის მიმზიდველი და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, აღნიშნული მიმართულებები საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ კუთხით მთავრობა აგრძელებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი