მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვახტანგ ცინცაძე: თელავში ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებით, შემეცნებითი და გასართობი პროგრამით, ასევე საქართველოს ფოსტის ისტორიული რაკურსითა და სხვადასხვა სტენდებით
ვახტანგ ცინცაძე: თელავში ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებით, შემეცნებითი და გასართობი პროგრამით, ასევე საქართველოს ფოსტის ისტორიული რაკურსითა და სხვადასხვა სტენდებით

იმედი|imedinews.ge

„სრულიად საქართველოს ვულოცავ 26 მაისის დღესასწაულს, დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის მართლაც ამაღლებული, საამაყო დღე თითოეული ქართველისთვის“, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე თელავიდან მიულოცა.

ვახტანგ ცინცაძემ თელავში ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ფოსტის თემატიკასთან დაკავშირებული შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა.

როგორც ცინცაძემ აღნიშნა, თელავში სამინისტრო წარმოდგენილია როგორც ენერგეტიკული თემატიკის პავილიონებით, შემეცნებითი და გასართობი პროგრამით, ასევე საქართველოს ფოსტის ისტორიული რაკურსით და საქართველოს ფოსტის სხვადასხვა სტენდებით.

„გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, ასევე წლევანდელი წელი არის გამორჩეული, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ვზეიმობთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ასევე წარმოდგენილია და ღონისძიებებში მონაწილეობს ფოთში, ქუთაისსა და ამბროლაურში.

„ეკონომიკის სამინისტროს თავისი წვლილი შეაქვს დღევანდელი დღის გალამაზებაში, უფრო ამაღლებული განწყობის შექმნაში საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ზრუნვას საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ეკონომიკის თვითკმარობასა და მის განვითარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება ქვეყნის თითოეულ მოსახლეზე“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით