მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ
ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ

ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ

იმედი|imedinews.ge

ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ სრულიად საპირისპირო სურათი იხილა.

„ყველა ვხედავდით რამდენად კარგად ჩაიარა და მნიშვნელოვანი იყო ეს ფორმატი, რომლითაც ვესაუბრებოდით ახალგაზრდებს მათთვის ყველაზე საჭირო თემაზე. რაც ყველაზე მთავარი იყო, ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავსმოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ.

ძალიან კარგად და დადებითად ჩაიარა ამ ყველაფერმა. ვფიქრობთ, რომ გაგრძელება აუცილებლად ექნება ამას, ვმუშაობთ ფორმატზე. დღევანდელი შეხვედრაც მიმართული იყო ამისკენ, რომ პარტიის თავმჯდომარესთან, ვიცე-პრემიერთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც ახალგაზრდების მხრიდან იყო დასმული - პრობლემაზე, ყველა გამოწვევაზე. ვიცით, რომ ჯერ კიდევ რჩება რეგიონებში პრობლემები და ამ საკითხების მოგვარებაზე იყო საუბარი“, - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი და აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • "ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCABM.GE
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →ოცნების →

მსგავსი სტატიები

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს

იმედი

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

იმედი

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი