მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს

ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა ზუგდიდში ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს

იმედი|imedinews.ge

მიმდინარე წლის 2 - 3 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 16 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტი, კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, ექიმი-რადიოლოგი (ექოსკოპისტი), უროლოგი, ანგიოლოგი და გასტროენტეროლოგი, 75 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები; განხორციელდა 320 სამედიცინო ვიზიტი;

ჰოსპიტლის მედპერსონალმა, მოძრავი ამბულატორიით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილზე გაუწია სამედიცინო მომსახურება 10 ბენეფიციარს, რომელთაც ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ გადაადგილება.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის სამედიცინო ცენტ დიომედის ხელმძღვანელობას.

ინფორმაციისთვის, ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, გასული წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალი, უფასო სამედიცინო აქციებს, მოძრავი ამბულატორიით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად ატარებს.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ