მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Vogue-მა რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა
Vogue-მა რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა

Vogue-მა რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა

იმედი|imedinews.ge

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა კაშკაიშში მდებარე საკუთარ სახლში, მხოლოდ ოჯახის წევრებისა და 4 მოწმის გარემოცვაში, ფარულად იქორწინეს. ქორწინების ექსკლუზიური ფოტოები Vogue-მა გამოაქვეყნა.

ცერემონია 11 აგვისტოს გაიმართა - წყვილის პირველი შეხვედრიდან ზუსტად 10 წლის თავზე. მაშინ ჯორჯინა მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. ღონისძიებას მხოლოდ წყვილის 5 შვილი და 4 ახლო მეგობარი ესწრებოდა. მოგვიანებით ოჯახმა ჯვრისწერის კურთხევაც მიიღო.

ჯორჯინას თეთრი ბოლო კაბა, ჟაკეტი და თეთრი პერანგი ეცვა და ლუქს-კლასის Chopard-ის ბრენდის სამკაული ეკეთა. კრიშტიანუმ კი არჩევანი ღია ფერის პიჯაკზე, შარვალსა და პერანგზე გააკეთა.

პატარძალმა აღნიშნა, რომ ფუფუნებით სავსე ყოველდღიურობის შემდეგ მათთვის ყველაზე ძვირფასი სწორედ ასეთი ვიწრო, ოჯახური გარემო აღმოჩნდა.

„ბავშვობაში ვოცნებობდი ყველაზე დიდ სასახლეზე, ყველაზე დიდ ეტლზე, ყველაზე გრძელ კაბასა და ბრილიანტებით მორთულ გვირგვინზე. ახლა კი ვამბობ: არა. მე მინდა რაღაც ინტიმური, მხოლოდ ჩემს პარტნიორთან და ჩვენს შვილებთან ერთად, სახლში. იმიტომ, რომ სასახლეები, სახლები, კუნძულები, ცხენები, მანქანები - ეს ყველაფერი ისედაც ყოველდღე გვაქვს. ხოლო ნამდვილად ინტიმური გარემო ჩვენთვის იშვიათობაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

იმედი

ლევან მახაშვილი: როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები

ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს

კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე დააკავეს

კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე დააკავეს

იმედი