მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს
ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს

ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს

იმედი|imedinews.ge

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი იკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგიის თავს მოხვევას გულისხმობს.

მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, თუმცა დღეს გარკვეული ჯგუფები ამ პოზიციის გადახედვას ცდილობენ. სადღობელლაშვილი რამდენიმე ძირითად საფრთხეს გამოყოფს.

„ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით მკვეთრად იკვეთება ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი. თუკი აქამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეიმჩნევა მცდელობა, საზოგადოებას თავს მოეხვას ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგია. - საშიში ტენდენციები: 1) სომხური სცენარის ბრმა კოპირება. იქნება ეს პასპორტის შტამპიდან არარატის სიმბოლიკის წაშლა თუ ყარაბაღზე უარის თქმა „მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირების“ საბაბით -საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს. ყარაბაღის მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ტერიტორიების დათმობა მშვიდობის ერთადერთი ფასია. ამას გვთავაზობს გვარამია! 2) ასევე გვარამიას ნარატივია: „რეალიზმის“ ნიღაბქვეშ შეპარული კაპიტულაციური დისკურსი „წარსულისთვის თვალის გასწორების“, „ტრავმულ მეხსიერებაზე ღია დისკუსიისა“ და „მტკივნეულ სიმართლეზე ლაპარაკის“ ლოზუნგებით ხდება საზოგადოებრივი აზრის მომზადება. ამ ტაქტიკის მთავარი მიზანია, ქართველ ხალხს აფხაზეთი არა ეროვნულ ამოცანად, არამედ „მძიმე ტვირთად“ და მოუგვარებელ პრობლემად წარმოუდგინონ, რომლისგან გათავისუფლებაც ვითომდა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. 3) საკუთარი სახელმწიფოს დაკნინება და ოკუპაციის რაციონალიზაცია სალომე სამადაშვილისა და სხვა ფიგურანტების განცხადებები, თითქოს საქართველოს აფხაზეთისთვის „არაფერი აქვს შესათავაზებელი“, ხოლო ქართული კანონმდებლობა და გარემო „უფრო რეპრესიულია, ვიდრე რუსეთისა და აფხაზეთის“, წარმოადგენს საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირ დისკრედიტაციას. ეკონომიკური და სამართლებრივი რეალობის ასეთი დამახინჯება ემსახურება ოკუპანტის პოზიციების გაძლიერებას და აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ შიშებისა და უნდობლობის ხელოვნურად კვებას. 4. ეროვნული ტრავმის გაუფასურების მცდელობა 1990-იანი წლების კონფლიქტი და აფხაზეთის დაკარგვა მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგი არ არის, ეს არის ეროვნული ტრაგედია, ასეულობით ათასი დევნილის ტკივილი და სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი, რომელიც მთელ ერს აერთიანებს. ამ მეხსიერების „მოდერნიზებული“ გადაფასების მცდელობა ეროვნული კონსენსუსის რღვევისკენ გადადგმული ნაბიჯია. ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. ნებისმიერი მცდელობა, ფაშინიანის კაპიტულანტური მოდელი შეფუთული იქნას „პროგრესულ პოლიტიკად“, ეჯახება უმთავრეს რეალობას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს.“- წერს სადღობელაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი - სოხუმელი "კაცი" გვარამია "აფხაზეთი განგრენაა" ნარატივში ჩასვეს - გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც "განგრენა"რუსთავი 2
  • აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივებიტვ პირველი
  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

იმედი

ლევან მახაშვილი: როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები

ლევან მახაშვილი: როდესაც ყარაბაღთან აკეთებენ ასოცირებას, ამით ფაქტობრივად საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თურმე საქართველომ მოახდინა რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თურმე ჩვენ ვართ ოკუპანტები

იმედი

Vogue-მა რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა

Vogue-მა რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა

იმედი

კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე დააკავეს

კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე დააკავეს

იმედი