მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა
VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა

VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა

იმედი|imedinews.ge

23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ბროკერებისთვის პროექტის კონცეფციის, გაყიდვების სტრატეგიისა და ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობების გაცნობა. VR Holding-მა სტუმრებს პირველად წარუდგინა „Fashion Avenue“-ის კონცეფცია - ახალი თაობის მრავალფუნქციური პრემიუმ სივრცე, რომელიც არქიტექტურას, მოდას, დიზაინს, ბრენდულ საცხოვრებელ გამოცდილებასა და თანამედროვე ურბანულ ცხოვრების სტილს აერთიანებს .

„VR Vake Sky Tower - Fashion Avenue“ საქართველოს ყველაზე მაღალ მრავალფუნქციურ ცათამბჯენს წარმოადგენს, რომლის სიმაღლე 260 მეტრს და 70 სართულს აღწევს. პროექტი მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, Fashion Avenue-ს კონცეფციაზე დაფუძნებულ კომერციულ სივრცეებს, A კლასის ბიზნეს ცენტრს, Michelin-ის დონის რესტორნებს, პრემიუმ ინფრასტრუქტურასა და რეგიონში ყველაზე მაღალ Infinity Pool-ს.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახდა VR Holding-ისა და UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ოფიციალური გამოცხადება. ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, ილია თოფურია VR Holding-ის ყველა პროექტის ოფიციალური ბრენდ ამბასადორი გახდა.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პარტნიორობა VR Holding-ისთვის საერთაშორისო განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. მსოფლიო მასშტაბის სპორტსმენისა და პრემიუმ დეველოპერული ბრენდის გაერთიანება ხაზს უსვამს კომპანიის გლობალურ ხედვას, საერთაშორისო ამბიციებსა და ლიდერულ პოზიციას რეგიონში.

ილია თოფურიას სახელი დღეს მსოფლიო წარმატების, გამარჯვების, დისციპლინისა და უმაღლესი სტანდარტის სიმბოლოა, ხოლო მისი ასოცირება VR Holding-თან კომპანიის თითოეულ პროექტს დამატებით საერთაშორისო მნიშვნელობას, პრესტიჟსა და ექსკლუზიურობას სძენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ