მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაზა დობორჯგინიძე ოპოზიციას: ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ. ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეს თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს, რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო
ზაზა დობორჯგინიძე ოპოზიციას: ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ. ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეს თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს, რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოში მუშაობა არ მაინტერესებს, მით უმეტეს არაფერს მიწყვეტს ვინ არის მანდ ხელისუფლებაში. მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ ოპოზიციას ყოველ ჯერზე ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტს, რომ ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ორი წელი ეუბნებოდნენ, ამერიკა არ აღიარებს მთავრობასო, - წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ციხეში მყოფი ხალხის ფონზე, თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენდნენ, თუმცა, პრობლემა მათ ის ჰგონიათ, პირდაპირი მნიშვნელობით უსმენდნენ პრემიერს თუ მისი გამოსვლის მომენტში ჩიზბურგერს ჭამდნენ და არა ის, რომ ორი წელი „ხალხი აბოლეს“, თითქოს, ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო.

„ორ კვირაში ჩემ სტატიას მეცნიერების ფილოსოფიაში მსოფლიოს საუკეთესო კონფერენციაზე წარვადგენ ბრიტანეთში. ბიოლოგიის ფილოსოფიის, თერმოდინამიკის, ბიოსემიოტიკის, ევოლუციური და თეორიული ბიოლოგიის ტრანსდისციპლინური მკვლევარი ვარ.

არც ქართველი ბიოსემიოტიკის და ბიოლოგიის ფილოსოფიის მკვლევარი არსებობდა ჩემამდე, არც ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის ქართველი წევრი, მსოფლიოშიც ძალიან ცოტა ადამიანია ვისაც იმაზე მუშაობა შეუძლია რაზეც მე ვწერ დისერტაციას, რომელსაც ყველა მნიშვნელოვან უნივერსიტეტში წაიკითხავენ აზიაშიც და ევროპაში.

სხვა არავითარი აქტივიზმი არ მევალება როგორც მოქალაქეს, გარდა იმისა, რომ ვიყო პროფესიონალი და საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოვადგინო ჩემ სფეროში. თუ მთავრობა არ მომწონს წავალ არჩევნებზე და მივცე ხმა იმას ვისაც საჭიროდ ჩავთვლი. თუ რომელიმე ჯგუფი, ვინც დისკრიმინაციას განიცდის, რასიზმს, ჰომოფობიას, კლასიზმს თუ სექსიზმს და, იჩაგრება, ამას ყოველთვის დავგმობ როგორც მოქალაქე.

ამის მიღმა არავითარი ვალდებულება არ აქვს არც მე და არც არავის, რომ ჩაერთოს 2 წლიან ისტერიულ და უმიზნო ნეო-ზვიადისტურ აქტივიზმში. მეტიც, არასერიოზულად აღგიქვამთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების ორი წლის არაფერში გაფლანგვა შეუძლია. არაფერი დასავლური ამაში არაა, ღრმად ქართული ფენომენია.

ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციაზე ჩემი კეთილდღეობა არ იყოს დამოკიდებული.

მომდევნო წლები ბაზირებული ვიქნები ჰონგ-კონგში და კონფერენციებზე ვიმოგზაურებ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ინგლისში და ამერიკაში, ასევე ავსტრალიაში. სხვა ქვეყნებში მეცნიერების ფილოსოფია განვითარებული არაა, ამიტომ მათ შორის საქართველოში მუშაობა არ მაინტერესებს, მითუმეტეს არაფერს მიწყვეტს ვინ არის მანდ ხელისუფლებაში.

მაგრამ აუცილებლად შეგახსენებთ ოპოზიციას ყოველ ჯერზე ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტს, რომ ჯერ ხალხი საციხოდ გაწირეთ მორიგი ფსევდორევოლუციის გამო, ორი წელი ეუბნებოდნენ, ამერიკა არ აღიარებს მთავრობასო. ახლა თავად საელჩოში ლეგიტიმურ მთავრობას უსმენთ, ოღონდ პრობლემა რომ ის ჰგონიათ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მოუსმინეთ თუ ჩიზბურგერს ჭამდნენ იმ მომენტში და არა ის, რომ ორი წელი ხალხი აბოლეს რომ ჯო უილსონის პოზიცია ამერიკის პოზიცია იყო.

შარლატანები ხართ, რომელთა კარიერული განვითარების ლიმიტი აშშ-ს საელჩოში ბურგერების ჭამაა და მესმის ვერ იტყოდით უარს. არავის არ სჭირდებით არაფერში არცერთ დასავლურ და აღმოსავლურ განვითარებულ ქვეყნებში, განვითარებული ქვეყნების ბაზარი არაა მორგებული ამ ტიპის უსაქმურ „პროდასავლურ“ აქტივიზმზე“, - წერს ზაზა დობორჯგინიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • „ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებსBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი