მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ
ზაზა შათირიშვილი: კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ

იმედი|imedinews.ge

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ჩვენს რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის არარსებულ დანაშაულებზე საუბრის არაჯანსაღ სურვილთან ერთად, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელიც რომან გოცირიძისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან გიორგი ბაჩიაშვილის მიერ აშშ-ში ვილის 51,5 მილიონ დოლარად გაყიდვის ფაქტის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ეხმაურება.

შათირიშვილის შეფასებით, ქართული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები „ მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს“ აყალიბებენ, რამდენადაც, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტო უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს.

„ისინი გამუდმებით მოელიან და საკუთარ მხარდამჭერებსაც არწმუნებენ, რომ ერთხელაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო აქტორები სანქციებს აამოქმედებენ, მეორე დღეს კი მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ - „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, პარტიის საპატიო თავმჯდომარე და გუნდის ლიდერები ქვეყნიდან გაიქცევიან, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ.

თუმცა, ეს ადამიანები ამ შემთხვევაშიც მცდარ ლოგიკურ ჯაჭვს აყალიბებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა და მთელმა საქართველომ იცის, რომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ უსამართლო სანქციები ისედაც მოქმედებს და ქონებაზე, რომელიც უცხოეთში აქვს, დღესდღეობით ხელი არ მიუწვდება. ერთი შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დრომდე დაყადაღებული აქვს ის თანხა, რომელიც მრავალწლიანი დავის შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მას ეკუთვნის. ხოლო, მეორე შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ აბსურდს ვაწყდებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ „ჰეჯ - ფონდები“, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფული ინვესტიციების განსახორციელებლად მიანდო, უკვე სამი წელიწადია საკუთარ ფინანსებთან წვდომას სრულიად უარგუმენტოდ უზღუდავენ.“- ვკითხულობთ შათირიშვილის წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილესრუსთავი 2
  • "ოცნებამ" სამართლიანობა ვერ აღადგინა… "ალბატროსი" ისევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა|ბიზნესმენიBM.GE
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პირველი გამოხმაურება “ოცნებიდან” ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

იმედი

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

იმედი

„ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით“ - პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დეტალებს და ვიდეომასალას ასაჯაროებს

დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად

დავით ქართველიშვილი: საქართველოს დედაქალაქი სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ ტურისტულ მიმართულებად, არამედ დამოუკიდებელ რეგიონულ ბიზნეს და საინვესტიციო ცენტრად

იმედი