მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკი ისრაელს სანქციებით ემუქრება
ზელენსკი ისრაელს სანქციებით ემუქრება

ზელენსკი ისრაელს სანქციებით ემუქრება

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი სანქციებს დაუწესებს იმ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ხორბალს ყიდულობენ და ისრაელში გააქვთ.

„მოპარულის შეძენა ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის მოქმედება, რომელსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ეს ეხება, კერძოდ, რუსეთის მიერ მოპარულ ხორბალს. ასეთი ხორბლით დატვირთული კიდევ ერთი გემი ისრაელის პორტში შევიდა და დასაცლელად ემზადება. ეს არ და ვერ იქნება მხოლოდ ბიზნესი. ისრაელის ხელისუფლებამ შეუძლებელია არ იცოდეს, თუ რა ტვირთი შეაქვთ გემებს მის პორტებში“, - დაწერა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

მისი თქმით, უკრაინას ჰქონდა მცდელობები, დიპლომატიური არხების საშუალებით ასეთი ინციდენტები მოეგვარებინა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მისი ხელისუფლება სანქციებს შემოიღებს.

„უკრაინა, ჩვენს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოამზადებს შესაბამის სასანქციო პაკეტს, რომელიც მოიცავს მათ, ვინც ხორბლის გადატანასთან პირდაპირ არის დაკავშირებული და აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ცდილობენ ფული იშოვონ ასეთი კრიმინალური სქემით. მოვახდენთ კოორდინაციას ევროპელ პარტნიორებთან, რათა შესაბამისი პირები სასანქციო რეჟიმში ჩავსვათ“, - დასძინა ზელენსკიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სანქციების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირაBM.GE
  • პესკოვის ცოლმა მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართაფორმულა
  • EU სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდანეტგაზეთი
  • სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან - ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენრუსთავი 2
სანქციების →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი