
ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ახალ სამხედრო მხარდაჭერას იღებს.
მისი თქმით, მოსკოვმა ფხენიანისგან „დამატებითი ბალისტიკური რაკეტები“ მიიღო და რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დამატებითი კონტინგენტის განლაგებისთვის ემზადება.
უფრო ადრე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთკორეული რაკეტები ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, რომელსაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინის ომის მხარდასაჭერად უკრაინაში ათასობით ჯარისკაცი და შეიარაღების დიდი პარტია გაგზავნა.
რუსეთთან ახალი თანამშრომლობა აუმჯობესებს თავად ფხენიანის იარაღის წარმოებას და ეხმარება მას „ნაკლოვანებებისა და სუსტი ადგილების აღმოფხვრაში“ - გააფრთხილა ზელენსკიმ.
„მსოფლიოში ყველას უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ეს. საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს და არა მხოლოდ იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ“, - დაწერა პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge